მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაკრონმა პოლონეთის პრემიერს ულტრამემარჯვენე ანტისემიტი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის ულტრამემარჯვენე ანტისემიტი უწოდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ამას წინ უძღოდა მორავიეცკის მიერ, მაკრონისადმი გამოთქმული კრიტიკა ამ უკანასკნელის სატელეფონო საუბრების გამო ვლადიმერ პუტინთან, რაც პოლონეთის პრემიერმა ჰიტლერთან მოლაპარაკებას შეადარა.

ამის პასუხად, მაკრონმა ადგილობრივ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში მატეუშ მორავიეცკი მოიხსენია, როგორც “ულტრამემარჯვენე ანტისემიტი, რომელიც აკრძალვებს უწესებს ლგბტ+ ადამიანებს”.

როგორც ცნობილი გახდა, მატეუშ მორავიეცკის შესახებ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, საფრანგეთის ელჩი ვარშვავაში, ფედერიკ ბიიე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო უწების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლუკაშ იასინმა Twitter-ზე გაავრცელა.

 

იტვირთბა....