უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შედეგად, საბრძოლო მოქმედებებს 176 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 324-მა ბავშვმა.
“რუსეთის ფედერაიციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. დაღუპულია 176 ბავშვი, დაზიანებები კი მიიღო სულ მცირე 324-მა ბავშვმა”, – აცხადებენ გენპროკურატურაში.
უწყებაში აკონკრეტებენ, რომ ეს არ არის დაზუსტებული რიცხვი, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის განსაზღვრა.