ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: ერთ-ერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მომთხოვა მტკიცებულებები, რომ ბუჩას ტრაგედია დადგმული არ იყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს წამყვანმა პოლიტიკოსმა მოსთხოვა მტკიცებულებები, რომ ბუჩაში მომხდარი სამხედრო დანაშაულები ინსცენირებული არ იყო. როგორც Европейская правда წერს, ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემასთან Bild ინტერვიუში აღნიშნა.

“იყო ერთი ძალიან უსიამოვნო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა გვითხრა – “გვიჩვენეთ მტკიცებულებები, რომ ეს მართლაც მოხდა, რომ ეს დადგმული არ იყოო”. ვერ ვიტყვი, ვინ იყო ის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს ევროპის ქვეყნის მთავრობის მეთაური, ზელენსკიმ უპასუხა – “დიახ, მაგრამ ეს არ ყოფილა [გერმანიის კანცლერი] ოლაფ შოლცი”.

როგორც უკრინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ზელენსკი ამ განცხადების გაკეთებისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე საუბრობდა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც უკრაინელი მეომრებმა ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და ქალაქში შევიდნენ, ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა გავრცელდა იმის შესახებ, რომ იქ ხელ-ფეხ შეკრული და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები დახვდათ.

იტვირთბა....