ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ბზარები ჩვენსა და უკრაინას შორის, მხოლოდ რუსეთს ახეირებს

“ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ახეირებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველო მოძმე უკრაინელი ერის მიმართ სოლიდარული იყოს.

“ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 9 აპრილი მოჰყვა. ეს არის გამარჯვების მაგალითი, იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული და არის თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს არუნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით, ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის, ტრადიციების და ასევე ამ ადამიანების ღირსნი, ვინც აქ, 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ იქ მტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, არამედ, იმ ქართველი და უკრაინელი მებრძოლებისთვის, რომლებიც დღეს იგივე იდეების გარშემო არიან გაერთიანებული, რისთვისაც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპნენ ადამიანები.

იტვირთბა....