არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისე მოიტყუოს, რომ ეს გაწვრთნილ თვალს გამოაპაროს. მატყუარების უმეტესობას საერთო ქცევები ახასიათებთ, მათ შორის არის:
თვალების ხშირი ხამხამი
ჩვეულებრივად ადამიანი თვალებს წუთში 6-8 ჯერ ახამხამებს, მაგრამ ემოციის და ფიქრების დაფარვის დროს თვალის ხამხამი უფრო გახშირებულია, ეს უნებურად ხდება და ძლიერი ემოციური ფონითაა გამოწვეული.
პერანგის საყელოს იხსნის
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როცა ადამიანი იტყუება, ამას თავად ფიზიკურად გრძნობს და კუნთებზეც ეტყობა, ამიტომ ცდილობს ხელი დაიდოს იმ ადგილებში, რომელიც ტყუილის დროს უთრთის და განსაკუთრებით მაშინ, თუ მატყუარა დარწმუნებულია, რომ მოსაუბრე მალევე ამხელს ტყუილში. მეორე რეაქცია ეს არის ცხელების მომატება, განსაკუთრებით მამაკაცებში, მათ ამ დროს ყველაფერი აწუხებთ და ცდილობენ თავი მშვიდად იგრძნონ, ამიტომაც მომატებული სიცხის გამო პერანგის საყელოს იხსნიან. მაინც ფრთხილად იყავით, რადგან ეს აგრესიის ნიშანიც შეიძლება იყოს, შესაძლებელია ის აგრესიის დაცხრომას ლამობდეს.
ყურს ხელით ეხება
კიდევ ერთი მინიშნება, რომ გატყუებენ-ყურის ბიბილოს დასრესა, ყურის ნიჟარის მოღუნვა ან უბრალოდ, ყურის მოფხანა. ასე ძირითადად ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც იძულებულნი არიან ტყუილი თქვან, მაგრამ სულაც არ უნდათ, ეს არის პატარა ბავშვის მოდიფიკაცია, რომელიც ყურებს იხშობს და არ უნდა მშობლების ლაპარაკი გაიგოს. პირში იდებს თითს ან საგანს, რომელიც ხელში უჭირავს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. როცა ადამიანი იტყუება, სურს დაუბრუნდეს ჩვილობის ასაკს, უკვე დიდობაში კი თითის ფუნქციას ასრულებს სიგარეტი, კალამი, სათვალის ყური, ასეთი ადამიანისთვის პირში საგნის ჩადება „მხარდაჭერას“ ნიშნავს.
სათვალით თამაში
ადამიანები, რომლებიც ატარებენ სათვალეს, ხშირად აზრებისა და ემოციების დასაფარავად ან ხელში ატრიალებენ მას, ან სათვალის მინების დაორთქვლას და გაწმენდას იწყებენ, ან ბუდეში დებენ და მერე ისევ იღებენ, ეს ჟესტები იმის მანიშნებელია, რომ მას ამ დროს არ სურს საუბარი და კითხვებზე პასუხის გაცემა, თქვენც ნუ დააძალებთ და აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე. როცა ის მორჩება ამ „თამაშს“, ეს ნიშნავს, რომ ემოციამ გადაუარა.
სახის ასიმეტრია
თუ თქვენი მეგობარი თქვენი წარმატებით გახარებულია, კარგად დააკვირდით მის სახეს. ძირითადად ტკივილი, გაბრაზება, შიში-აისახება სახის მარჯვენა მხარეს, სიხარული კი -მარცხენაზე. აი მატყუარებს კი პირიქით აქვთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მეგობრის სახე ასიმეტრიული გახდა, გამოდის, ემოცია ყალბია.
წყარო: postalioni.com