- თუ გინდათ, რომ ცუდმა ადამიანებმა, ბოროტებამ არ შემოაბიჯოს თქვენს სახლში და მხოლოდ წარმატება გახდეს თქვენი სტუმარი – კარების თავზე ჩამოკიდეთ გადაჯვარედინებული ანწლის ტოტები.
- თუ გინდათ, რომ კეთილდღეობა და წარმატება ყველაფერში, მაშინ დილას ლოგინიდან ამდგრებმა ჯერ მარჯვენა ფეხი შემოსეთ. და არასოდეს დაიწყოთ მეორე ფეხსაცმლის ძებნა, ჯერ ორივე იპოვეთ და შემდეგ ჩაიცვით.
- თუ გინდათ, რომ სახლში წარმატება შემოვიდეს, ოჯახში იქონიეთ სხვა ქვეყნების მონეტები, უმჯობესია ვერცხლის.
- იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი კარგი პერიოდი დაიწყოს, დაელოდეთ ახალ მთვარეს და სახლში ავეჯი გადაადგილეთ.
- არასდროს დატოვოთ მაგიდაზე შეუჭმელი პურის ნაჭერი, თუ არ გინდათ, რომ ბედნიერებამ დაგტოვოთ. პურის, თუნდაც გაფუჭებული ნაჭრების გადაგდება არ შეიძლება, თორემ ფული დაგტოვებთ. უკეთესი ჩიტებს ან ცხოველებს აჭამოთ.
- თუ წარმატებამ ზურგი შეგაქციათ, სახლის ყველა ფანჯარაზე მარილი დაყარეთ. მარილი იქამდე ეყაროს, სანამ წარმატება არ დაგიბრუნდებათ. შემდეგ კი აკურატულად მოაგროვეთ მარილი ისე, რომ ხელით არ შეეხოთ, მოათავსეთ რაიმე პაკეტში და გარეთ გაიტანეთ, შემდეგ კი სადმე ჩამარხეთ.
- თუ ვინმეს თქვენი წარმატების შესახებ უყვებით, ხის მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნეთ და მარჯვენა მხრიდან სამჯერ გადაიფურთხეთ, იმისათვის, რომ თვალი არ გეცეთ.
- თუ მარცხენა ფეხი წამოკარით, ესეიგი ბედნიერება და წარმატება მოდის თქვენსკენ.
- თუ გინდათ, რომ ფული მთელი წლის განმავლობაში გქონდეთ, ახალი წლის ღამეს დიდი კუპიურები გადათვალეთ.
- თუ შემოსავალი შეგიმცირდათ, ნოხის ქვეშ ხავსი ან წყალმცენარეები დადეთ, ფული მოსვლას დაიწყებს.
- ფულის დათვლა, ან გასესხება მხოლოდ დღის საათებში შეიძლება. თუ ამას საღამოს გააკეთებთ ფული დაგტოვებთ.
- მზის ჩასვლის შემდეგ ფულის ხელიდან ხელში გადაცემა არ შეიძლება. შესაძლოა გაღარიბდეთ. უკეთესია თუ ფულს მაგიდაზე დადებთ, ან იატაკზე დააგდებთ.
- როდესაც სახლში ცომეულს აცხობენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ცუდზე საუბარი და ფიქრიც კი.
- იმისათვის, რომ ფული შემოგივიდეთ, დაელოდეთ ახალ მთავრეს, გადით გარეთ და მთვარეს ფული დაანახეთ. ფული ამოიღეთ ან საფულედან ან ჯიბიდან.
- თუ გინდათ, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოთ საფულეში მწვანე კვარცის ქვა ატარეთ.
- ასევე ფულის მოსაზიდათ, საფულეში ფირუზიც შეიძლება ჩადოთ. უბრალოდ დროდადრო ამოიღეთ და ხელებში გაათბეთ.
წყარო: mediamall.ge