ჩერნიგოვში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ დაბომბვასა და სროლებს დაახლოებით 700 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ, გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ჩერნიგოვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვლადისლავ ატროშენკომ ონლაინ-ბრიფინგის დროს განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აქედან 70 ცხედრის ამოცნობა, შეუძლებელია.
“შემიძლია დავასახელო მიახლოებითი რიცხვი – 700 ადამიანია დაღუპული. ეს სამხედროების და სამოქალაქო პირების რაოდენობაა ერთად აღებული. ამას გარდა, არის 70 ცხედარი, რომლის ამოცნობაც ვერ მოხერხდა. არ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მინიმუმ 40 ადამიანი უგზოუკვლოდ არის გაუჩინარებული”, – აცხადებს ატროშენკო და დასძენს, რომ თუ ადამიანები ავიაფეთქებიდან 40-50 მეტრის რადიოსში იდგნენ, მათი სხეულები ფერფლამდე დაიწვებოდა და პრაქტიკულად, აღარ იარსებებს.
მისივე ინფორმაციით, ჩერნიგოვში ახლა 80-დან 95 ათასამდე ადამიანი სამოქალაქო პირი რჩება. ომის დაწყებამდე, ქალაქის მაცხოვრებლების რაოდენობა 285-290 იყო.
ცნობისთვის, ჩერნიგოვი ერთ-ერთია იმ ოლქებს შორის, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა მთლიანად გაათავისუფლეს დამპყრობლებისგან. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები სრულად არიან განდევნილი კიევის ოლქიდან. იგივე სიტუაციია ჟიტომირშიც.