ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ობამა: მიჭირს დაჯერება, რომ პუტინი, რომელსაც ვიცნობდი, იგივეა, ვინც უკრაინაში შეიჭრა

ბარაკ ობამას განცხადებით, მისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, იგივე პიროვნებაა, ვისთანაც მაშინ ჰქონდა კონტაქტი, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ორი ვადით. ამის შესახებ ობამამ გამოცემა Atlantic-ის რედაქტორთან, ჯეფრი გოლდბერგთან საუბარში განაცხადა.

“ვერ ვიჯერებ, რომ ეს იგივე ადამიანია, რომელსაც მე ვიცნობდი. ხუთი წლის წინ ასეთ რამეს ვერ ვივარაუდებდი”, – ამბობს ობამა, თუმცა, დასძენს რომ პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო და მისგან რაციონალურ გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ.

ცნობისთვის, ბარაკ ობამა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს იმ პერიოდში იკავებდა, როდესაც 2014 წელს, ვლადიმერ პუტინი ყირიმში შეიჭრა.

იტვირთბა....