ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კულება: ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება ჩვენი მოკავშირეებისგან

ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება ჩვენი მოკავშირეებისგან, მე ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს ზოგიერთი მოკავშირისგან მომარაგებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ოპტიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი იმ მიმართულებით, რომ NATO-მ მოამარაგოს უკრაინა სამხედრო აღჭურვილობით და იარაღით უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ახლა ეს ასე არ არის. NATO, როგორც ინსტიტუცია მოუწოდებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, მათ თუ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, მაგრამ ნატო ახლა არის პლატფორმა, სადაც ყველა იკრიბება და ამ საკითხებს განიხილავენ. მე ეს საკითხი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით არ წამომიჭრია, რადგან ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ვინ არიან მოკავშირეთა ჩამონათვალში, ვინც შეიძლება, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გახდნენ, ჩვენ ორმხრივი ასევე მოლაპარაკებები გავმართეთ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ არ გვისაუბრია ამაზე. მათ უკეთ ესმით, რას ვეძებთ, რა გვსურს, მაგრამ ისინი დისკუსიის რეჟიმში არიან, მათ თავისი ხედვა არ წარმოუდგენიათ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კულებამ.

იტვირთბა....