საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ალიანსს მადლობა გადაუხადა ნატოს მინისტერიალში მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ ეს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა.
“ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით”, – ნათქვამია საგარეო უწების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი ასევე შეხვდა თურქ და ნიდერლანდელ კოლეგებს.