პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ კომენტარი გააკეთა კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნაზე, მან საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც დღეს კულტურის სამინისტროში ხდება.
TVპირველის ჟურნალისტმა კილაძეს მიმართა კითხვით, უნდა ახორციელებდეს თუ არა მისი კომიტეტი კულტურის სამინისტროს საზედამხედველო ფუნქციას.
ელისო ბოლქვაძის თქმით, კულტურის კომიტეტს საზედამხედველო ფუნქცია არ აქვს და სამინისტროს საკადრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა.
“ძალიან სასაცილოა ეს და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ პრობლემები და ვმუშაობთ ბევრ რაღაცაზე, რაც თქვენ არ იცით და არ გინდათ, რომ გაიგოთ. ზედამხედველობა რაზე უნდა განვახორციელოთ? არა, რა თქმა უნდა, ჩვენ საკადრო პოლიტიკაში არ ვერევით და ჩვენ სხვა მიმართულებები გვაქვს, რასაც ვახორცილებთ ყოველდღიურად. თქვენ ვერ გაგიგიათ რა არის ჩვენი მთავარი ფუნქცია, თქვენით გაარკვიეთ, რაც არის”, – მიმართა ელისო კილაძემ ჟურნალისტს.
ხოლო კითხვა, თვლის თუ არა, რომ “იუნესკო” მშვიდობის ელჩის სტატუსს ჩამოართმევს, კილაძემ უპასუხოდ დატოვა.
ცნობისთვის, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. მათი თქმით, მათ სფეროში არის ცენზურის მცდელობა და ბევრი სხვა პრობლემა, რომლებიც დღემდე მოუგვარებელია. კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული “იუნესკოში“.
არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ იუნესკო მშვიდობის ელჩის წოდებას შეუჩერებს.