ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ოკუპანტის ყველა მსხვილი საინფორმაცია სისტემა გატეხილია” – უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტრო

რუსეთის ყველა მსხვილი საინფორმაციო სისტემა გატეხილია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, უკრაინას აქვს წვდომა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების 70-ზე მეტ მონაცემთა ბაზაზე.

როგორც მინისტრი, მიხაილო ფედოროვო აცხადებს, ეს არის პირველი მსოფლიო კიბერ-ომი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

“ჩვენ გვყავს ჰაკერების წარმოუდგენელი რაოდენობა. დღეს ჩვენ გვაქვს წვდომა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების 70-ზე მეტ სხვადასხვა მონაცემთა ბაზაზე. რუსეთის ფედერაციის ყველა უდიდესი საინფორმაციო სისტემა გატეხილია”, – თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....