aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი ციტატა

ზავრადაშვილი კულტურის წარმომადგენლების პროტესტზე: მგონია, ამის უკან პირადი წყენებია… წულუკიანია ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო მოხელეა

თეა წულუკიანი, ჩემთვის პირადად, თავისი საქმიანობით, თავისი მოღვაწეობით, პარალელურად ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეების შეფასების ნაწილში, ვთვლი, რომ ერთერთი საუკეთესო საჯარო მოხელეა, რომელიც კი მე გამიგია. გარდა მაგისა, წულუკიანს თავისი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი დამსახურება აქვს და ბევრ საერთაშორისო პლატფორმაზე ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული იუსტიციის მინისტრის რანგში. თეა წულუკიანი არის ძალიან წესიერი საჯარო პირი, შესაბამისად, მის წინააღმდეგ განხორციელებული ნეგატიური ან აქცია, ან გადადგმული ნაბიჯები, ჩემთვის მიუღებელია და მგონია, რომ ამის უკან პირადი წყენები დგას. სხვანაირი განმარტება, უბრალოდ, არ შემიძლია. რაც შეეხება ელისო ბოლქვაძეს, რა უნდა აიღოს თავის თავზე, არც მაგ მოთხოვნის შინაარსი არ მესმის. თეა წულუკიანი არის შესანიშნავი თანამდებობის პირი და შესანიშნავი მინისტრი. ასედაც რომ არ იყოს, რა შუაშია კულტურის კომიტეტი, მაგას საერთოდ ვერ ვხვდები. ეს მეორე თემა და მესამე, მართლა ვერ ვგებულობ, რატომ ცდილობენ ადამიანები თავიანთ პირად სურვილებს დაუქვემდებარონ ამა თუ იმ თანამდებობაზე ადამიანების ყოფნა-არყოფნის საკითხი. თუ რამე გააკეთა თეა წულუკიანმა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან თეას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი რისი გამკეთებელია, აუცილებლად ეყრდნობა ძალიან ბევრ ისეთ ფაქტს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. თეა არ არის ის ადამიანი, რომელიც კონკრეტული პიროვნების შესახებ კონკრეტული ფაქტების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, რა უნდათ ადამიანებს, ვერ ვგულობ
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” წევრმა ირმა ზავრადაშვილმა. ცნობისთვის, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს, 7 აპრილს პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და გააპროტესტეს კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობა. მათი თქმით, ყველგან ცენზურის მცდელობაა. ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული „იუნესკოში“.

იტვირთბა....