ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

არესტოვიჩი საუბრობს, რატომ დაუმალეს უკრაინელებს, რომ ომი გარდაუვალი იყო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მათ ქვეყანაში გარდაუვალი იყო. არესტოვიჩის თქმით, ვლადიმერ პუტინის განზრახვის შესახებ დეკემბრის დასაწყისში მიიღეს სანდო ცნობა, თუმცა, ამის შესახებ საჯაროდ არ განაცხადეს, რადგან სრულმასშტაბიანი ქაოსის არიდება უნდოდათ.

როგორც ალექსი არესტოვიჩი განმარტავს, ამგვარი ცნობის გავრცელება ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივ გასვლას გამოიწვევდა. მისივე თქმით, 8-12 მილიონი ლტოლვილის გადინებას საავტომობილო გზების დაბლოკვა მოჰყვებოდა, რაც უკრაინის არმიას თავდაცვით ხაზებთან მისვლის საშუალებას არ მისცემდა და სიტუაციით აგრესორი ისარგებლებდა, რომელსაც ბრძოლის სტრატეგია ბლიცკრიგის მეთოდზე ჰქონდა აწყობილი და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ჯარებით კომბინირებულ, მოულოდნელ თავდასხმას გეგმავდა.

“ეს რუსეთის სამხედრო ხელმძღანელობისთვის სასურველი და ძალიან მოსახერხებელი სიტუაცია იქნებოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ მაშინვე დავმარცხდებოდით ომში. ამ სიტუაციას ვერაფრით ვერ გავუმკლავდებოდით და ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, ტანკებით გადაგვეარა საკუთარი მოსახლეობისთვის, გვესროლა, რომ ხიდებზე გადასვლა შეგვძლებოდა. კითხვაა – როგორი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო? ან უნდა გავჩუმებულიყავით, ან დაგვეტოვებინა პარალიზებული ქვეყანა და ჩაგვებარებინა უკრაინის მარცხენა სანაპირო”, – განაცხადა გამოცემა UNIAN-ის ცნობით, არესტოვიჩმა ISLND TV-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.

 

იტვირთბა....