NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი მისცენ.
“არსებობს იმის გადაუდებელი საჭიროება, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ უკრაინას. დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე მსუბუქი და მძიმე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების გადაცემის საჭიროებას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის დაწყებმადე, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესწრებოდა.
ცნობისთვის, კულება NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად ბრიუსელში ჩავიდა.
“დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილო, ესენია: იარაღი, იარაღი და იარაღი”, – განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.