უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
“დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილო, ესენია: იარაღი, იარაღი და იარაღი”, – დაწერა კულებამ Twitter-ზე.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში კი აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.
“ჩვენ ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ, მაგრამ თუ უკრაინას საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდა მის მიერ მოთხოვნილი იარაღი, ამ გამარჯვებებს მხოლოდ დიდი რაოდენობით მსხვერპლის ფონზე თუ მივაღწევთ. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, მით უფრო ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება; მით უფრო ბევრი სოფელი და დასახლება გადაურჩება განადგურებას”, – ამბობს კულება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.