მსახიობსა და რეჟისორ რუსუდან ბოლქვაძეს სპექტაკლი მოუხსნეს. გადაწყვეტილება კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელმა, ქეთი დოლიძემ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სპექტაკლის მოხსნის მიზეზი მაყურებლის ნაკლებობა გახდა. თუმცა, როგორც რუსდან ბოლქვაძე ამბობს, მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს სპექტაკლის მოხსნა-დატოვება. მისი განცხადებით, სპექტაკლი მაყურებელთა ნაკლებობის გამო მოხსენს, თუმცა, სხვა სპექტკალებიც არსებობს ასევე მაყურებელთა დაბალი დასწრებით.
კინომსახიობთა თეატრის გადაწყვეტილებით, სპექტაკლი „ზვავი“ მხოლოდ რომელიმე ორგანიზაციის შეკვეთით დაიდგმება სცენაზე.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ რამდენიმე თვის წინ მსახიობი გია როინიშვილი გაუშვა თეატრიდან. მიზეზად მსახიობის მიერ 6 წლის განმავლობაში სპექტაკლებში დაუკავებლობა დაასახელა.
წყარო: არტინფო