პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

საბანაძე: უკრაინის მთავრობასთან საუბრის გარეშე ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში მოვხვდებით

[su_quote]მე არ ვიცი, საქართველოს მთავრობა ესაუბრება თუ არა დღეს უკრაინის მთავრობას. ამ საუბრის გარეშე ჩვენ მოვხვდებით თამაშგარე მდგომარეობაში. არა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში, არამედ საუბრის გარეშე ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაც დაზარალდება. სწორედ უკრაინის გამო გამოჩნდა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ. რეალურად უკრაინაა აქ “გამქაჩავი” ძალა. ამიტომ ჩვენი ინტერესი არაა, რომ არ ვიყოთ მათთან ახლოს. არა იმ გაგებით, რომ საქართველო რაიმე ავანტიურაში ჩაებას, არა, მაგრამ საქართველო სწორედ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს ახლო კავშირში, სამთავრობო დონეზე უკრაინის ხელისუფლებასთან. საუბარი, რომ იქაურობას ჩემი მოწინააღმდეგე განაგებს, არის ძალიან დამაზიანებელი. [/su_quote]

ამის შესახებ გიორგი გახარიას მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

 

იტვირთბა....