ახალი ამბები პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას – ბორელი

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ, სოციალ ქსელ Twitter-ში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი წერს.
“მქონდა კარგი, პირველი შეხვედრა ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გაძლიერების მიზნით.
ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევის დასაძლევად,” – წერს ბორელი Twitter-ის პირად გვერდზე.
იტვირთბა....