უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზისთვის გადახდილი თანხა სისხლიანი ფულია.
“ეს სისხლიანი ფულია. ამ თანხას ისინი იარაღის შესაძენად იყენებენ, რომლითაც შემდეგ უკრაინელებს ხოცავენ.
რუსეთის ბიუჯეტი – ეს ტერორიზმის ბიუჯეტია. არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ”,- აცხადებს შმიგალი bbc-სთან ინტერვიუში.