მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა. ინფორმაციას unian-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
“მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში 5000 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ბომბი ესროლეს ბავშვთა საავადმყოფოს, გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა. თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. დაბომბეს დრამატული თეატრი, სადაც იმ დროისთვის თავს 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია”. – განაცხადა მარიუპოლის მერმა.