ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში რუსებმა ბევრი ადამიანი დაწვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ Habertürk-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. გუშინ ახალი ოჯახი ვიპოვეთ: მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ეს ასეა. ისინი წვავენ ცხედრებს იმიტომ რომ ეშინიათ”, – ამბობს ზელენსკი.