[su_quote]უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევრო გამოვყავით. ეს დიდი თანხა ჩანს, მაგრამ მილიარდი ევრო, ეს ის არის, რასაც პუტინს ყოველდღიურად ვუხდით იმ ენერგორესურსების სანაცვლოდ, რომელსაც მისგან ვიღებთ. ომის დაწყებიდან, მისთვის 45 მილიარდი ევრო გვაქვს გადახდილი. შეადარეთ ეს 1 მილიარდს. ამ უზარმაზარმა სხვაობამ უნდა დაგვანახოს იმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, რომ შევასრულოთ ევროპის კავშირის მოწოდება – უნდა შევამციროთ [რუსეთზე] ჩვენი ენერგოდამოკიდებულება[/su_quote]
ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.