[su_quote]სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე “ომის პარტიის” წარმომადგენლები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, “ფეიკ” ნიუსების და პროვოკაციების ხარისხხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც “ომის პარტიის”, ისე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას – “საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად” მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა მკაფიო პოზიცია…მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით, “ომის პარტიას” – შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ ომში საქართველოს ჩათრევას[su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა განცხადებაზე, რომლითაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მოსთხოვა, წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომ რუსეთს სანქციებისთვის გვერდი ავლაში არ ეხმარებიან.
მანამდე, უკრაინის დაზვერვამ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.