ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ოხანაშვილი: ადეიშვილი, ლორთქიფანიძე უკრაინას იმას თუ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება

[su_quote]თუ უკრაინის ხელისუფლებასთან შუამავალი “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გვყავდეს, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ. ჩვენი პოზიციაა, რომ შუამავალი არ გვჭირდება “ნაციონალური მოძრაობის“ სახით. თუ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ, ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში. არ მგონია, ეს გამოცდილება უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს და სურდეს, მაგრამ ეს ხალხია მათ გარშემო. როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან კრიმინალი ადეიშვილი გიზის, მათი რაღაც ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს. მეგობრული ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ ჯერ ხელისუფლებამ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია უნდა ისწავლოს და თუ შუამავლად “ნაციონალურ მოძრაობას“ გვიგზავნის რომელიმე ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, ეს ჩვენთვის მიუღებელია[/su_quote]

ამის შესახებ, “საქართველოს პირველი არხის” ინფორმაციით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

იტვირთბა....