აშშ-ს შეირაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის შეფასებით, დიდ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის რისკი კი არ მცირდება, არამედ, უფრო და უფრო იზრდება.
ფენერალმა ამის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ეს [ომი] ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელიც ჩემი 42-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ევროპისა და შესაძლოა, მსოფლიოს უსაფრთხოების წინაშე დამდგარა. შეერთებული შტატები კრიტიკულ და ისტორიულ, გეოსტრატეგიულ გზაგასაყარზე იმყოფება. სამყარო, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, სულ უფრო არასტაბილური ხდება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის რისკი დიდ სახელმწიფოებს შორის იზრდება, კი არ მცირდება”, – განაცხადა მილმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.