aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

კახა ცხადაძე მიდის: “კობიაშვილს ვურჩევ, მეტი შეცდომა არ დაუშვას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისთვის არასდროს მიმიყენებია ზიანი, არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. არ ვაპირებ, რომ მას პასუხი გავცე, პირიქით ვუსურვებ წარმატებას და ვუსურვებ, რომ მეტი შეცდომა არ დაუშვას”, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, დავა ხელფასის საკითხიდან დაიწყო. განცხადება გააკეთა მინისტრმა ხეჩიკაშვილმაც. მისი თქმით იგი არ აპირებს ამხელა ხელფასი მისცეს ნაკრების მწრთვნელს, რომლის ზუსტი ოდენობა არ სახელდება. მოგვიანებით ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს კახი ცხადაძის თანამდებობიდან განთავისუფლებას. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ ცხადაძემ ფედერაცია და მისი პრეზიდენტი გავლენებში დაადანაშაულა.

ასე რომ, დიდი შანსია ცხადაძე წავიდეს. როგორც სპორტული ჟურნალისტები ვარაუდობენ, ნაკრების თავკაცის პოსტზე გია გეგუჩაძეს ამზადებენ.

იტვირთბა....