ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: ბუჩაში მომხდარის შემდეგ, ჩემთვის გამოწვევაა პუტინთან შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე ფიქრი მისთვის გამოწვევაა.

“ყველანი, მათ შორის მე, მოლაპარაკებების შესაძლებლობასაც კი გამოწვევად განვიხილავთ. ეს პირველ რიგში, ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული. ამის შემდეგ, როდესაც თავი ხელში ამყავს, რისი გაკეთებაც საჭიროა, ვფიქრობ, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს ასევე გამოწვევა იქნება სახელმწიფოს შიგნითაც, რადგან ყველას ესმის – იმას, რაც მათ გააკეთეს, გამართლება არ აქვს. ყოველი ასეთი ტრაგედია, ყოველი ასეთი ბუჩა ართულებს მოლაპარაკებებს. უბრალოდ თქმა, რომ მოდი, დღეს არაფერზე ვისაუბროთ, ყველაზე მარტივი გამოსავალია. ყველაზე რთული კი ის არის, რომ ისაუბრო იმაზე, რაც მათ ჩაიდინეს, გამონახო მტრებთან შეხვედრის შესაძლებლობა, შემდეგ კი ამ შეხვედრაზე იპოვო გამოსავალი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზელენსკიმ.

შეგახსენებთ,  ქალაქ ბუჩაში, რომელიც რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული, უკრაინელებს  ნაწამები მშვიდოებიანი მოქალაქეების ცხედრები დახვდათ.

იტვირთბა....