aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი რუსულ კონტრაბანდაზე: არ მჯერა… ფანტასტიკის სფეროა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.

დავით უსუფაშვილის თქმით, მას არ სჯერა, რომ საქართველოში ვინმე მსგავსი საქმიანობით აირს დაკავებული უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

“ასეთი რამეები შეუმჩნევლად ვერ ხდება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყველაზე მძლავრი სადაზვერვო სამსახურები გაფაციცებით აკვირდებიან ჩვენს რეგიონს – უკრაინას და მის შემოგარენს. ასე რომ, ასეთ დროს მსგავსი მოვლენა თეორიის, ფანტასტიკის სფეროა. მანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. მინდა, ყველას ვთხოვო, იქნება ეს ჩვენი მთავრობა თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა –  ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში, ნუ დავძაბავთ ვითარებას. არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. ვისურვებდი, მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფილი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ინდივიდების მიმართაც და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს”, – “ინტერპრესინიუსის” ცნობით, განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

 

იტვირთბა....