ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ომის დაწყებიდან უკრაინაში დაღუპული ბავშვების რაოდენობამ 165-ს მიაღწია

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებებისა და აფეთქებების შედეგად ქვეყანაში 165 ბავშვი დაიღუპა, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება კი 266-მა ბავშვმა მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 431-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ოფიციალური ცნობებით, 5 აპრილის მონაცემებით, 165 ბავშვია დაღუპული, 266-მა კი სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანებები მიიღო”, – წერს გენპროკურატურა Telegram-ზე.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის რეგიონსა და დედაქალაშია დაშავებული, ასევე, დაშავებულები და დაღუპულები არიან დონეცკის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ჰერსონის, სუმის და ჟიტომირის ოლქებში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ხაზს უსვამენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან უცნობია, რა სიტუაციაა ამ მხრივ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, დაშავებულების და დაღუპულების ძებნა მიმდინარეობს იმ ქალაქებში, სოფლებსა და დასახლებებში, რომლებიც უკრაინელმა სამხედროება რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....