ახალი ამბები უკრაინის ომი

BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

მისივე ცნობით, მან დაათვალიერა გზა, რომელზეც რუსული კოლონა იყო ჩასაფრებული და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები და გენოციდი განახორციელა.

BBC-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან მშვიდობის განხილვა, მან თქვა: “დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ 21-ე საუკუნეში ევროპაში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით”.

იტვირთბა....