ახალი ამბები სამართალი

5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებული შვიდი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთს მიესაჯა 5 000- ლარიანი ჯარიმა, დანარჩენ ექვს პირს კი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა და ზაზა მჭედლიძეს 1 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდათ, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს კი 1 წლითა და 2 თვის ვადით. მათი სასჯელის ვადას კი უკვე მოხდილი დღეების რაოდენობა გამოაკლდება.

იტვირთბა....