ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ჩერნიგოვში ოკუპანტებმა 300-ზე მეტი ადამიანი სარდაფებში ჩაკეტეს” – ვიაჩესლავ ჩაუსი

ჩერნიგოვში, ოკუპანტებმა 300-ზე მეტი ადამიანი სარდაფებში ჩაკეტეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

ჩაუსის თქმით, ხალხმრავლობაში, ანტისანიტარიულ პირობებში და სიბნელეში ხალხი იჯდა დღე და ღამე. მათ წამალზე წასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ.

“იაგიდნოეში (ივანივსკა ჰრომადაში, ჩერნიგოვის რეგიონი) მარტის დასაწყისში, რუსმა ჯარისკაცებმა 300-ზე მეტი ზრდასრული, ასევე ბავშვი შეიყვანეს სკოლის სარდაფში და ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს. აქ ავად იყვნენ და კვდებოდნენ.

აქ ცოცხლები იყვნენ მიცვალებულების გვერდით. შიმშილი. წყურვილი. შიში. სასოწარკვეთა. საპირფარეშო სათლზე. აქ ქალები და ბავშვები იყვნენ…

ხალხმრავლობაში, ანტისანიტარიულ პირობებში და სიბნელეში ხალხი იჯდა დღე და ღამე. წამალზე წასვლის უფლებასაც არ მაძლევდნენ.

მაგრამ ხალხი არ გატყდა. და სიბნელეში ბავშვებმა კედლებზე უკრაინის ჰიმნი დაწერეს….საშინელებაა. მტერი ამაზე პასუხს აგებს“, – წერს ის.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რომელიც რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული შემზარავი ფაქტები დაფიქსირდა, როგორიცაა: ადამიანების დახვრეტა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთმა ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს.

 

იტვირთბა....