[su_quote]კიდევ ერთი ბანკირი – ამჯერად, საგარეო საქმეთა მინისტრად, თანაც კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, რაც ხალხისთვის სულის ამოხდას და ბინა-ქონების წართმევას ნიშნავს. ყოჩაღ ივანიშვილს, ასე არც ერთ მტერს საქართველო არ დაუჩმორებია ჯერ. უსახო ზალკალიანი ივანიშვილის და კრემლის ინფორმატორად ვაშინგტონში. ყოჩაღ ამერიკასაც, მოუფრთხილდით, მოეფერეთ ივანიშვილს, არ გაცივდეს, არ დააცემინოს. ქართველი ხალხი ჭირსაც წაუღია. ამ პატარა ჩვენს საამაყო ქიზიყში კი ამდენი სამთავრობო ბიძინისტ-პარაზიტი როგორ დაიბადა პირდაპირ საოცარია[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს.