ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსი ოკუპანტები დონბასში შეღწევას ცდილობენ – უკრაინული მხარე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, რუსული ჯარები დონბასში შეღწევას ცდილობენ. მისივე თქმით, ახლა ყველაზე სასტიკი ბრძოლები იზიუმიდან ხარკოვამდე მიმდინარეობს მიმართულებაზე მიმდინარეობს.

“იზიუმიდან ვოლნოვახამდე – ეს არის საკვანძო მიმართულება, საიდაც უნდათ რუსებს გადაადგილება. იზიუმში სულ ბრძოლებია, ისინი დონბასში შეღწევას ცდილობენ, ჩვენ კი მათ ვაკავებთ. ეს ერთ-ერთი საკვანძო ბრძოლებია, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ისევ არის ბრძოლები ლუგანსკის ოლქში, რუბეჟნოეში, ლისიჩანსკში, სევეროდონეცკსა და მარიუპოლში. ეს არის ის ადგილები, სადაც ყველაზე საგანგაშო სიტუაციაა, სადაც საგანგაშო ბრძოლები მიდის”, – განაცხადა დენისენკო ტელემარათონით გამოსვლისას.

იტვირთბა....