ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცაგარეიშვილი: ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, რომ სააკაშვილი წუწუნებს, თითქოს მისი უფლებები ირღვევა

[su_quote]ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გამოირჩეოდა მათ შორის პატიმრების უფლებების უხეში დარღვევით მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი იყო; გამოირჩეოდა იმით, რომ პირდაპირ მისი მითითებით აწამებდნენ ადამიანებს ციხეში, ახლა წუწუნებს იმაზე, რომ თურმე, მისი უფლებები ირღვევა. არავინ მის უფლებებს არ არღვევს, ეს არის გამორიცხული და თითიდან გამოწოვილი, რაც უნდა მისი გულშემატკივარი იყოს ვინმე – ფოტიგა, ევროდეპუტატი ან ვინმე სხვა საქართველოში, არაფერი აქედან არ გამოვიდა. ხომ ხედავთ, სასამართლომ სასარჩელო განცხადებების სიიდანაც ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, თითქოს მისი უფლებები ირღვეოდა საპატიმროს ადმინისტრაციის მიერ. არც კი განიხილა ეს საკითხი. რაზე უნდა ვისაუბროთ, აქ რომ რამე დარღვევა ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლო თვალს დახუჭავდა[/su_quote]

“საქართველოს პირველი არხის” ინფორმაციით, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

ამის პასუხად, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მისივე მიმართვის საფუძველზე შეწყვიტა.

მან Facebook-ზე გავრცელებულ პოსტს მიმართვის ამსახველი დოკუმენტის ფოტოც დაურთო.

იტვირთბა....