თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინას მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციაში დაეხმაროს და ამისთვის გემები გამოყოს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა ადგილობრივ გამოცემა Sol Haber-ს განუცხადა.
“შეგვიძლია, გემებით დავეხმაროთ [უკრაინას], რომ მარიუპოლის ზღვიდან მშვიდობიანი მაცხოვრებლები და დაჭრილები გამოიყვანონ”, – ამბობს თურქეთის თავდაცვის მინისტრი.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარა რუსულ და უკრაინულ სტრუქტურებთან კოორდინაციაშია.
ამასთან, როგორც კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემა Anadolu წერს, ამის შესახებ რუსეთში თურქეთის საელჩომ უკვე ჩააყენა საქმის კურსში ქვეყნის სამხედრო ატაშე.
შეგახსენებთ, რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქალაქი მარიუპოლი ალყაში ჰყავთ მოქცეული და იქ დარჩენილ მოსახლეობას ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში უწევს ცხოვრება.