ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პესკოვი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ლუკაშენკოს ისევე სტკენს გულს, როგორც პუტინს

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს და ბელარუსის პირველ პირს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და ესმით ერთმანეთის.

როგორც პესკოვმა ტელეკომპანია Беларусь 1-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იმაზე ნაკლებად არ სტკენს გულს, ვიდრე პუტინს.

“დარწმუნებული ვარ, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრ გრიგორევიჩს იმაზე ნაკლებად არ სტკენს გულს, ვიდრე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს… მათ ესმით ერთმანეთის. იმ აზრთასხვადასხვაობისაც ესმით, რომელიც შეიძლება, ჩვენში იყოს. ჩვენს ქვეყნებში და გარშემო მომხდარის არსი მათ ისე ესმით, როგორც არავის სხვას”, – ამბობს პესკოვი.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....