ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული

“საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, ამ ეტაპზე რამდენიმე ინვესტორია პროექტით დაინტერესებული და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია. რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორია, რომელსაც ამ თემაზე აქვს სახელმწიფოსთან საუბარი. დეტალური კვლევა ჩავატარეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოს პორტები შეისწავლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონდა მხოლოდ ერთ პორტზე აქცენტი. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის დასკვნებია გაკეთებული. ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ეს კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენი პოზიციები უნდა წარვადგინოთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”, – ციტირებს “ინტერპრესნიუსი” დავითაშვილის სიტყვებს.

 

იტვირთბა....