ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

მარიუპოლში წითელი ჯვრის წარმომადგენლები შევიდნენ

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები შევიდნენ. ისინი ალყაში მოქცეული ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახდენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საბჭო ავრცელებს.

არსებული ცნობით, წითელი ჯვრის ჰუმანიტარული კოლონა სატვირთო ავტომობილით გავიდა ზაპოროჟიედან მარიუპოლის მიმართულებით.

ევაკუაცია ჯერ კიდევ ხუთშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა, უკრაინული მხარის თქმით, მისია რუსმა სამხედროებმა ჩაშალეს.

“ისინი არ უშვებენ ავტობუსებს, რომ ხალხმა ქალაქ ბერდიანსკში შეძლოს გადასვლა”, – ამბობდა მარიუპოლის მერი, პიოტრ ანდრიუშენკო.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან მალევე, მარიუპოლს რუსმა ოკუპანტებმა ალყა შემოარტყეს, რის გამოც, ადამინებს, რომლებმაც ქალაქის დატოვება ვერ შეძლეს, ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში უწევთ თავის გადარჩენა.

იტვირთბა....