ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფაშინიანი: სომხეთის გავლით უკრაინაში ტერორისტების შეყვანას არასდროს დავუშვებთ

სომხეთის ტერიტორიის გავლით უკრაინაში უცხოელი მებრძოლების გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა.

“ცხადია, სომხეთი, რომელიც ორი წლის წინ თავად დაზარალდა მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებული ტერორისტების მონაწილეობით, არასდროს შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის გავლით უცხოელი მებრძოლი-ტერორისტების გადაყვანას უკრაინის ტერიტორიაზე”, – წერს ფაშინიანი Twitter-ზე.

ამასთან, პრემიერმა ყალბი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთმა რუსეთს ოთხი Су-30СМ ტიპის თვითმფრინავი გადასცა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

“ამ თვითმფრინავებს არც ერთხელ არ დაუტოვებიათ ჩვენი ქვეყნის საზღვრები მას შემდეგ, რაც ისინი სომხეთის ტერიტორიაზე შემოვიყვანეთ”, – აღნიშნავს ფაშინიანი.

 

იტვირთბა....