გამოცემა Daily Beast-ის ცნობით, ბელარუსის სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე ასეულმა რუსმა ოკუპანტმა მიმართა, რომლებიც მანამდე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიოაქტიურ ნიადაგათან ჰქონდათ შეხება. არსებული ინფორმაციით, მათ მწვავე რადიაციული ავადმყოფობა აღენიშნებათ.
როგორც Daily Beast უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რუსი სამხედროები ჩერნობილში, ტყეში თხრილებს აკეთებდნენ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.
“არსებული ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც ატომური ბირთვული სადგურის სიახლოვეს, რადიაციით დაბინძურებულ ე.წ. წითელ ტყეში ორბოებს თხრიდნენ, ბელარუსში, კერძოდ გომელში სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადიან. მათ მწვავე რადიაციული ავადმყოფობის სიმტომები აღენიშნებათ”, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე თითქმის სრულად დატოვეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე დაიკავეს.