საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი; ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1 303 პაციენტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 524 პირი რჩება.
ამავე პერიოდში კვლევა ტესტით 22 788 ადამიანს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,79 პროცენტია.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 861 255 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 625-ია.