ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ექიმები გვირჩევენ: თავდაცვის ხერხები H1N1 ვირუსისგან

ექიმების მოლოდინით, H1N1 ვირუსი თებერვლის პერიოდში მოიმატებს. ე.წ. ღორის გრიპს ჯერ ეპიდემიის სახე არ აქვს, მაგრამ მისგან თავის დაცვის ხერხების ცოდნა მნიშვნელოვანია:

გამოიცვალეთ სამოსი – ყოველდღიურად შეცვალეთ და გარეცხეთ სამოსი, რამდენადაც შესაძლებელია ეს. ამით თავს დაიცავთ სამოსზე აყოლილი ბაქტერიებისგან.

ვიტამინი C-აუცილებლად გაზარდეთ ვიტამინი C-ს რაოდენობა საკვებს პროდუქტში. ის შედის  ციტრუსებში, კივში, მარწყვში, სხვა ხილსა და ბოსტნეულში.

ძილი – იძინეთ საკმარისად, 8-დან 10 საათამდე ხანგრძლივობის ძილი იმუნიტეტს აძლიერებს.

დარჩით სახლში – ვირუსის ნიშნების შემჩნევისას, დარჩით სახლში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

დაიბანეთ ხელები – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია H1N1 და სხვა ვირუსებისგან თავდასაცავად. გამოიყენეთ საპონი და თბილი წყალი.

შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსის და სხვა გრიპების შედეგად  საქართველოში 4 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....