ოკუპანტებმა გაიტაცეს 12 წლის გოგონა, კირა ობედინსკი, რომელსაც მამა რუსემა სამხედროებმა მარიუპოლის დაბომბვისას მოუკლეს. ამის შესახებ გამოცემა Рубрика ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
გენპროკურორის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მომხდარის შესახებ ბავშვის ბაბუამ შეატყობინა, ვისთანაც ის მამის სიკვდილის შემდეგ ცხოვრობდა.
“კირამ დედა პატარაობაში დაკარგა. 17 მარტს კი რუსმა სამხედროებმა მისი მამა, ევგენი ობედინსკი მოკლეს. მანამდე გოგონა მამასთან ერთად მარიუპოლში ცხოვრობდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამის სიკვდილის შემდეგ გოგონა მარიუპოლის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად ქალაქიდან გასვლას ცდილობდა, რა დროსაც, აფეთქების დროს დაიჭრა. არსებული ცნობით, სწორედ ამის შემდეგ გაიტაცეს ის რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველას დოკუმენტები, ვინც კირას გვერდით იყო, ოკუპანტებმა თან წაიღეს. გოგონა ახლა ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზეა”, – აცხადებენ გენპროკურატურაში.