ახალი ამბები მთავარი

ერგნეთში სროლის ხმა ისმის

სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე ინტენსიური სროლის ხმა ისმის.

როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია “ფორმულას” უყვებიან, მათი ვერსიით, უკრაინის ომიდან დაბრუნებული საოკუპაციო ჯარები და ოსური სამხედრო შენაერთები ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე გადიან წვრთნებს და მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან ინტენსიურად ისვრიან.

“ორი დღეა უკვე, რაც ძალიან გააქტიურდა წვრთნები ცხინვალში. არის მასიური დაბომბვის იარაღის გამოყენების ხმა, რაც ძალიან ცუდის მანიშნებელია, მაგონებს 8 აგვისტოს ომის დასაწყისს. დღეს ძალიან დიდი დაბომბვების ხმა იყო. როდესაც რუსები საქართველოში შემოვიდნენ ე.წ. დევნილების სახით, მაშინვე გამიჩნდა შიში, რომ რაღაცა პროვოკაცია აუცილებლად დაიგეგმებოდა”, – განუცადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა “ფორმულას”.

იტვირთბა....