რუსეთში დაახლოებით 400 000 უკრაინელი გადაიყვანეს იძულებით. ამის შესახებ Euronews-ს ქვეყნის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განუცხადა.
“განხორციელდა მოქალაქეების დეპორტაცია ჩვენი ტერიტორიებიდან მათ ტერიტორიებზე. ეს ადამიანები საკუთარი ნებით არ წასულან, ისინი ჯერ დონეცკის რეგიონში, ფილტრაციის ბანაკებში გადაიყვანეს იძულებით, შემდეგ ავტობუსით რუსეთში, ბოლოს კი მატარებლით სხვადასხვა ადგილას გადაანაწილეს, ძირითადად, დეპრესიულ რეგიონებშ, როგორიცაა სახალინი”, – აცხადებს დენისოვა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.