ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არსებობენ ისეთები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან.

ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, ეძებეთ სხვა სამსახური”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....