ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონსერვატიული მოძრაობის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლის ტერიტორიიდან უწევენ – ფლანგვის დეტექტორი

“ალტ-ინფოს პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი”  ავრცელებს.

“ახალი პრორუსული პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ვებ-გვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება. ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობა პრორუსულ დაჯგუფების ალტ-ინფოს წევრებმა დააფუძნეს”, – წერს “ფლანგვის დეტექტორი” Facebook-ზე და თან სქრინს ავრცელებს, რომელზეც ადგილ-მდებარეობაა მითითებული.

 

“ალტ ინფორმ” პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” 2021 წლის 20 დეკემბერს დააფუძნა.

იტვირთბა....