ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პირველ პირს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შესახებ კომპრომატები გაასაჯაროვოს.
როგორც ტრამპმა ტელეკომპანია Real America’s Voice-თან ინტერვიუში განაცხადა, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ცოლმა, ელენა ბატურინამ ჯო და ჰანტერ ბაიდენებს 3,5 მილიონი დოლარი გადაუხადა. ტრამპი პუტინს სწორედ იმ დოკუმენტების გასაჯაროვებისკენ მოუწოდეს, რომელშიც ამის მიზეზია განმარტებული.
“რახან პუტინი ახლა ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი არ არის, დაე აგვიხსნას – მე ამ კითხვის დასმის საშუალება არ მომეცა – რატომ მისცა მოსკოვის ყოფილი მერის ცოლმა ბაიდენებს, ორივე მათგანს 3,5 დოლარი? ეს დიდი ფულია. ვფიქრობ, პუტინს ეცოდინება ამაზე პასუხი და მიმაჩნია, რომ უნდა გაავრცელოს [დოკუმენტები]”, – განაცხადა ტრამპმა.
ამით დონალდ ტრამპი 2020 წელს სენატრში რესპუბლიკური პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შეეხო, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის შვილის მიერ ზემოთხსენებული თანხის მიღებას შეეხებოდა, თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, საკითხს გაგრძელება არ მოჰყოლია.